2

უძილო ”ტანჯი” და მამიდა

ღამის 5:15 საათია ...” ენრიკესაც და იგლესიასაც უკვე სძინავს შვილო დიდი ხანია” ისმის მეორე საძინებლიდან დედაჩემის უძინარი ხმა და ბავშვის კისკისი, ხო ეს ნამდვილად ისაა, ოჯახის ყველაზე უმცროსი, საყვარელი და ”სისხლისგამშრობისხვასრომარაძინებსმაგრამყველასრომმაინცგვიყვარს” ბავშვი, ანუ ჩემი ძმისშვილი, იგივე ძმისწული.. (ჰმ ძმისწული ხო გოგოცაა და ბიჭიც?) ხო ნუ როგორც არის.
ნინიკო გადატრიალდება, ფიქრობს აი ძილი მომერიაო, მაგრამ ჰოი საოცრებავ უცებ ბავშვი შემოაბიჯებს ოთახში და დაიკივლებს ”ისააა” და ვსო ნინოსაც უტყდება ძილი. ხო ისე სხვათაშორის ნინო ჩემი დადნაფიცია, ფიცვერცხლი გვაქვს ნაჭამი სადღაც 2005-2006 წლებში (რა მივქარე...). ხოდა ნუ მაგის მერე ვაბეზრებთ ერთამენთს თავს. სხვათაშორის კარგი გოგოა, . არა არა ის კი არა გულით კარგი გოგო და რამე, ნუუუ ერთი სიტყვით ”გემრიელი დაქალია”. ნინიკოს ბევრი მეტსახელი აქვს, მაგალითისთვის ”მწვანე” რაც ძალიან ბანალურია ჩემი აზრით, ისვევე რგორც რიგით მეორე მეტსახელი ”ბენეტონა” ყველა ხვდებით ალბათ ორივე სახელი რატომ შეარქვეს ქალბატონს მომწიფების ასაკში :).. მეტად საინტერესოა მისი რიგით მესამე მეტსახელი ”ღრუბელი” რაც მის ვარდისფერსათვალიან და ჰაეროვან აზროვნებას უკავშირება. ასევე ”საქანელა”, რომელიც ერთმა ”ჭრელამ” შეარქვა. ამ ”ჭრელას” მოგვიანებით განვიხილავთ.
ნინიკოს ამ ბოლო დროს უხვად დაუგროვდა მეტსახელები, რაშიციდი წვლილი შეაქვს ჩემ შვილს ბატონ ”ბ”-ს. მეტსახელები შემდეგნაირად ჟღერს ”ტანჯი”, ”დღნაჩვი”...
ნანა ააა ნანა ააა, დაიძინე პატარააა, ... ღმერთო ისევ არ იძინებს და ცქმუტავს. უეჭველი დედა უნდა, სადაა დედა? ნუთუ არ შეიძლება მშვიდად დაიძინოს ბებიასთან, ბაბუასთან, მამიდასთან და მამიდის მეგობარ ნინიკოსთან ერთად?. ჰმ, პასუხი არ ისმის.
Read more
0

Refugee

Read more
0

Under My Umbrella

Read more
0

Teardrop

Read more